ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ავერსის” აფთიაქი დააყაჩაღეს

09:54 06-28-2019
110

ცოტნე დადიანის ქუჩაზე “ავერსის” აფთიაქი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.