სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - ვინ არის მამაკაცი, რომელიც დღეს ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს

15:15 06-26-2019
16430

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, „აიპლიუსის” მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ის 32 წლის ნოდარ რაფავა აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, ყაჩაღობაში ბრალდებული მამაკაცი წინა დღეებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ და სიტყვით გამოსვლისას დაუყოვნებლივ მოითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

რაფავა სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე აიყვანეს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მას გამყიდველ გოგონაზე კისრის არეში დანა აქვს დადებული, აზიანებს მაღაზიაში არსებულ ნივთებს და თანამშრომლებისგან სავარაუდოდ თანხას ითხოვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.