ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სტეფანე

ტაბლოიდი 1714060880

VIDEO: „ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ ჩემი და მიხდიდა შუქის ფულს...“ - სტეფანე

დათო გორგილაძესთან ინტერვიუში სტეფანემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ფინანსური პრობლემები შეექმნა 2015 წლის შემდეგ:„ბოლოს ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონემდე, რომ შუქის ფულს ვერ ვიხდიდი და ჩემი და მიხდიდა… ისეთი გიჟი ვიყავი, რომ „მერსედესის“ ბოლო გამოშვება ვიყიდე. მარტო მე მყავდა ეს მოდელი. მქონდა დაგროვებული რაღაც ფული და მერე შუქის ფულს ვერ ვიხდიდი.2015 წელი იყო და ზუსტად 20 ლარი მქონდა, ჩემი შვილი მაშინ იყო 7 წლის, რაღაც მთხოვა, ვუყიდე და ბენზინის ფული არ მქონდა. ეგ იყო და ეგ, როცა ტვინი გადამიტრიალდა. გავყიდე ახალი მანქანა ნახევარ ფასად, ამით გავარემონტეთ მაიას აპარტამენტები ლესელიძის ქუჩაზე, რომელსაც ვაქირავებდით, მე და მაიამ ჰოსტებად გავატარეთ ეს პერიოდი.ჩემს თავს ვუთხარი, რა შემეძლო მეკეთებინა და დავუბრუნდი მუსიკას. ამიტომ ვისაც ჰგონია, რომ ფულის დაგროვება შემიძლია, ასე არ არის…“ 

ჰორო red

ჰოროსკოპი 1714060496

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის თვეში - ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიმოგინდებათ ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა და საკუთარი თავის მეტად დაფასება; გამორჩეული გახდებით სამოსით, იმიჯით, რათა მიიქციოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღება. გაგიჩნდებათ ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლის სურვილი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობის და რომანის დაწყების შანსები მოგემატებათ. დაწყვილებულებმა მოიწყვეთ თაფლობის თვე. იყავით მოსიყვარულე და გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ. კუროელოდეთ  განახლებული ენერგიისა და ენთუზიაზმის ზრდას ახალი საინტერესო თავგადასავლებისკენ. თვის დასაწყისში აქტიური და ენერგიული იქნებით. შეხვედრებითა და ვალდებულებებით დატვირთული. ხშირად მოგიწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. თვის მეორე ნახევარი მეტად დაუთმეთ დასვენებას, მსუბუქი საქმეების შესრულებას.ტყუპებიმაისის თვე გიწვევთ განავითაროთ თქვენი სულიერი პრაქტიკა და გამოჰყოთ დრო ინტროსპექციისა და განკურნებისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს საერთო კეთილდღეობას, რომელიც მოიცავს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გონებრივ სიცხადეს და სულიერ სიცოცხლისუნარიანობას. თქვენი საჭიროებების პრიორიტეტიზაცია დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებში, მათ შორის, ურთიერთობებში.კირჩხიბიდაამყარეთ ბალანსი სოციალიზაციასა და ინტროსპექციას შორის, რაც ითვალისწინებს როგორც კავშირის, ასევე პირადი რეფლექსიის საჭიროებას ამ თვეში. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენი ჯანმრთელობის საჭიროებებზე და მოეპყარით დამწვრობის ნებისმიერ ნიშანს სიფრთხილითა და ყურადღებით.ლომიგაგიჩნდებათ ინტერესი ეგზოტიკისადმი. შეიძლება შეიძინოთ უცხოური ნივთები ან გააბათ რომანი უცხოელთან (კულტურის ან რელიგიის მხრივ). ზოგიერთი ახალ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ მოგზაურობის დროს. ადრე შესრულებული საქმეების გამო გელით შექება, აღიარება.ქალწულისაინტერესო, უნიკალურ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც ცხოვრებას სხვა კუთხით დაგანახვებენ. მარტოხელებს მოგინდებათ გავლენიან და მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან დაწყვილება, რომელიც თქვენი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ითავებს. დაწყვილებულებმა მეუღლესთან ერთად შეადგინეთ ოჯახური ბიუჯეტი.სასწორიგარკვეული დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ინტროსპექციის იმ მომენტებში თქვენ იპოვით გამძლეობას, რათა თავიდან დაიწყოთ ყველაფერი. მიეცით საკუთარ თავს სივრცე, რომ გაიზარდოთ და განვითარდეთ, იცოდეთ, რომ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის გზა ნათელი მომავლისკენ. მორიელიცხოვრება მხოლოდ ურთიერთობებზეა - კავშირები, რომლებიც აყალიბებს თქვენს გრძნობას საკუთარი თავის, წარსულისა და აწმყოს შესახებ. ცხოვრების ეს სფერო შეიძლება იყოს ამაღელვებელიც და რთულიც იმ მომენტში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავიდან იწყებ ან მწვავე დანაკლისს განიცდი. დაუთმეთ დრო განკურნებას.მშვილდოსანიმოიმატებს რომანტიკული განწყობა, იყავით მომართული სასიყვარულო სფეროს გაუმჯობესებაზე. დაუნიშნეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი; მოუწყვეთ სიურპრიზები. მარტოხელების ცხოვრებაში რომანტიკული ნაცნობობის შანსი იმატებს.თხის რქამარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომანტიკული პაემნების მოწყობა შინაურულ გარემოში მოგინდებათ. გამორიცხული არაა, საინტერესო ადამიანი ნათესავების დახმარებით გაიცნოთ. თვის დასაწყისში მოიმატებს აქტიურობა, მოგინდებათ ექსკურსიებსა და პიკნიკებზე სიარული.მერწყულიდაე, თქვენი ცნობისმოყვარეობა იყოს თქვენი მეგზური. ცხოვრება მხოლოდ სწავლისა და კომფორტის ზონების გაფართოებაა. გახშირდება სასიყვარულო მიმოწერა; იმატებს ინტერნეტნაცნობობის შანსი. აქტიურად იქნებით ჩართული მატერიალური საკითხების მოგვარებაშითევზები რას ნიშნავს თქვენთვის „სახლი“ - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ადგილი. ეს ეხება ინტიმურ ურთიერთობას და კომფორტს, რომელსაც გრძნობთ მიწასთან, ადგილებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ყოველდღიურად ხართ ახლოს. 

აპოლონ ლოთუაშვილი

ტაბლოიდი 1714060311

VIDEO: „სასწაულია!..“ - სურამელი აპოლონ ლოთუაშვილის შესრულებული „თეთრი რაში“ ნახვების რეკორდს ხნის

„გვაჩვენე შენს ხმაში“ ერთ-ერთ პერსონაჟად სურამელი აპოლონ ლოთუაშვილი გამოჩნდა, რომელმაც თავისი სასიმღერო მონაცემებით მაყურებელი და ექსპერტები მოხიბლა.აპოლონმა მერაბ სეფაშვილის რეპერტუარიდან შეასრულა ცნობილი სიმღერა „თეთრი რაში“ და ექსპერტებისგან ბრავო, ხოლო მაყურებლისგან – დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა:„სასწაულია!..“„ასე აქ არავის უმღერია!..“„ძალიან რთული სიმღერა შეასრულა“, აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარებში.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება 1714059404

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს. 27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

პროკურატურა

სამართალი 1714059120

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტები - ერთ პირს ბრალდება წარედგინა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის  პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება - ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.