„რბილად მოექცნენ მომიტინგეებს, ტყვიამ არ იცის თვალი, ფეხი, ხელი - მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა

19:03 06-25-2019
11869

„არანაირი ძალის გადამეტება არ იყო, მე მგონია რომ დააკლეს კიდეც. ღმერთმა მომიტევოს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან რბილად მოექცნენ მომიტინგეებს. ტყვიამ არ იცის თვალი, ფეხი, ხელი..“-მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა  20 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლას აფასებს.  მისი თქმით „არ უნდა გადადგეს გახარია, არც ირაკლი უნდა გადამდგარიყო“

„ეს ყველაფერი არის პროვოკაცია. ეს იყო ჩაწყობილი „ნაცების“ და „ევრონაცების“ მიერ. ისინი ყველა მიტინგზე ითხოვდნენ გახარიას გადადგომას. არ უნდა გადადგეს გახარია, არც ირაკლი არ უნდა გადამდგარიყო, ტყვიებმა კიდევ არი იცის არც ახლგაზრდა, არც „ოცნება“ არც „ნაცები“ და არც არაფერი. ვთვლი, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა დაისაჯოს უფრო მაღალი ზომებით“-ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან

ხათუნა ბოკუჩავას თქმით  „მტერს პატივი უნდა ვცეთ“

 „გავრილოვის ჩამოსვლა ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ იყო. მე ვიცი რომ შენს მტერს უნდა სცე პატივი, მტერი ახლოს უნდა გყავდეს და მტერთან ლამაზი სიტყვებით უნდა მოაგვარო და არა დაპირისპირებებით და რევოლუციებით.

ეს ღონისძიება ტარდება ყველა სახელმწიფოში და პროვოკაცია იყო ზუსტად გავრილოვის  დასმა იმ სკამზე სადაც იჯდა. გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა ვაშაძემ და ნაც ბანდამ. ზუსტად იცოდნენ რაზეც ატყდებოდა ამბავი და ძალიან კარგად გათვალეს ეს ყველაფერი.  აბა სად უნდა ჩაეტარებინათ ღონისძიება, ყველა სახელმწიფოში პარლამენტში ტარდება?“-უთხა მსახიობმა „პრაიმტაიმს“

ავტორი: თორნიკე ხურციძე