ბერა ივანიშვილი ყანჩელის კომპოზიციას „გავრილოვის ღამეს“ უძღვნის (ვიდეო)

22:44 06-24-2019
1470

ბერა ივანიშვილმა, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყანჩელის „ყვითელ ფოთლებს“ უკრავს. 

„საკუთარ ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ. ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, „ყვითელ ფოთლებს“ ვუკრავ“, - წერს ბერა ივანიშვილი. 

კომპოზიტორმა, გია ყანჩელმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი მხარდაჭერის მიმართვა დღეს აქციაზე წაიკითხეს, რის შემდეგაც, საპასუხოდ აქციაზე ყანჩელის კომპოზიცია „სამშობლო“ ჩართეს. 

პარლამენტის წინ მე-5 დღეა ათასობით ადამიანი უკვე აქციას მართავს. მათი სამ პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.