პარლამენტის შენობის წინ სამი მოქალაქე შიმშილობს

11:27 06-24-2019
69

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამი მოქალაქე შიმშილობის აქციას აგრძელებს.

მოშიმშილეებს რუსთაველის გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი.

შეგახსენებთ, თბილისში განვითარებული მოვლენები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას უკავშირდება, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა და მიმდინარე სესიას გაუძღვა. 

აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ - თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა  გიორგი გახარიამ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დაიწყოს.