Exclusive - სად იმყოფება ირაკლი კობახიძე, როცა თბილისში აქციები არ წყდება

21:48 06-23-2019
4705

იმ დროს, როდესაც ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქცია პარლამენტთან უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, თავად უკვე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე კაჭრეთის ამბასადორში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

მართალია, მან უკვე დატოვა თავმჯდომარის პოსტი, თუმცა კობახიძეს ძველებურად იგივე ესკორტი - მძღოლი და დაცვა ემსახურება.

width=600

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, კაჭრეთის „ამბასადორში“ ირაკლი კობახიძის დის ქორწილი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მწვავე პროტესტი 20 მაისს დაიწყო. ამის მიზეზი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. ქართველი კანონმდებლების ერთმა ნაწილმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ სხდომის წაყვანა რუსეთის დუმის დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან გადაწყვიტა და მისი სავარძელი დაიკავა.

ამას მოქალაქეების საერთო სახალხო პროტესტი მოჰყვა. პარლამენთან შეკრებილმა ხალხმა კობახიძეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გადადგომა მოსთხოვა. 20 ივნისს კობახიძემ ორჯერ გააკეთა განცხადება, რომ ის არ გადადგებოდა.

20 ივნისის ღამეს აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სულ 240 ადამიანი დაშავდა. მათგან 80-მდე პოლიციელი.

მხოლოდ ამის შემდეგ, 21 ივნისს ირაკლი კობახიძემ შეწყვიტა ვიზიტი ბაქოში და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე