რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა სრულიად შეჩერდება

01:13 06-23-2019
697

ქართულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთში ფრენები აეკრძალებათ, ინფორმაციას სააგენტო  რია ნოვოსტი ავრცელებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული გადამზიდავების ფრენა შეჩერდება, სანამ მათი უსაფრთხოება არ დადასტურდება და ისინი ნავიგაციის ვალებს არ გადაიხდიან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.