საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას აწყობენ

00:44 06-23-2019
144

პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ხელისუფლებას შს-მინისტრის გადაყენების ვადას 23 ივნისის 14 საათამდე აძლევენ.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, ოცნების ოფისთან მისვლით შეეცდებიან მათი ხმა მმართველ პარტიას უფრო ახლოდან მიაწვდინონ. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.