გავრილოვი ბიულეტენზე გავიდა

00:14 06-23-2019
747

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბიულეტენზე გავიდა. გავრილოვმა "ეხო მოსკვას" განუცხადა, რომ ექიმების რჩევით დასვენება სჭირდებოდა, ამიტომ ერთკვირიან ბიულეტენზე გავიდა.

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატია. სწორედ გავრილოვის მართლმადიდებლურ ასამბლეაზე ვიზიტს ქართული საზოგადოების მღელვარება მოჰყვა, რის გამოც მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება სპეცრეისით მოუწია.