თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია - კადიროვი იმუქრება

17:04 06-22-2019
1083

ჩეჩნეთის ლიდერი საქართველოს ემუქრება: თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია - წერს ის ​Telegram-ზე.

რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ.

„შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე მხოლოდ 200 კილომეტრია...

ბოლო დღეების მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი და საშიში ანტირუსული პოლიტიკის გავლენა.

საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო უსაფრთხოება და დუმის დეპუტატების ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკეთესი მიზეზი ვერ გამონახა გარდა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის დაებრალებინა დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში.

უკანასკნელ წლებში თბილისში გამოჩნდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოზრდილი პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად რუსეთისა და საქართველოს კვლავ უბოროტეს მტრებად გადაქცევა სურთ“- ამბობს კადიროვი.