თვალი შეუნარჩუნეს, სინათლეს ხედავს - დემეტრე ნაყოფიას მეგობარი

14:27 06-22-2019
1184

ზუგდიდელი დემეტრე ნაყოფია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავდა და თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, თავს უკეთ გრძნობს, ექიმებმა მისი თვალის გადარჩენა შეძლეს. დემეტრეს მეგობარმა, პოეტმა ნიკა ლაშხიამ „პრაიმტაიმს“უთხრა, რომ ექიმების განცხადებით, გაჩნდა იმედი, რომ ის მხედველობას არ დაკარგავს.

„მეგობრებო, გუშინ დაგპირდით, რომ ჩემს მეგობარზე, დემეტრე ნაყოფიაზე, დროდადრო მოგაწვდიდით ინფორმაციას. თვალი შეუნარჩუნეს, რაც დიდი მიღწევა იყო. დღეს მოუხსნეს სახვევი და სინათლეს ხედავს! ექიმები ამბობენ, რომ დიდი შანსია მხედველობა დაუბრუნდეს. კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინში ვართ, დიდი მადლობა ექიმებს“ - ამბობს ნიკა ლაშხია.

ავტორი:თეა შონია