ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ...მიპოვნიან და მომიყვანენ....სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი - მეუფე იაკობი სპეცრაზმელზე

09:43 06-22-2019
120

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აპირებს იმ სპეცრაზმელს, რომელიც ტყვიებს დამიზნებით ისროდა 20 ივნისის აქციაზე, პასუხი აგებინოს.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას გააკეთა განცხადება.

„ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა. რაც დაფიქსირებულია. თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, დიდი გადაცდომა მოუვიდა და ჩვენს პერიოდში, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. ეს არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. ყველგან არიან მანიაკები საერთოდ. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას, თავისას მიიღებს. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაშია გაწევრიანებული. მიპოვნიან და მომიყვანენ. თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე. აცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.