თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

09:36 06-22-2019
18

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლებას, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ვილნიუსის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ივერის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ - აცხადებენ „თელასში“.