3 ჟურნალისტს აქციაზე საფულე მოპარეს

04:16 06-22-2019
422

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამ ჟურნალისტს საფულე მოპარეს. დაახლოებით ერთი საათის წინ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მათ ჩანთებს ყურადღება ვერ მიაქციეს. 

ჟურნალისტები პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს, ნაწილი კი ადგილზე რჩება და მჯდომიარე მდგომარეობაში აგრძელებენ პროტესტს. ასევე ისინი საზოგადოებას ხვალ, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია 21 ივნისს საღამოს ისევ განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში 55 რჩება.