რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

20:10 06-21-2019
130

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს მოერიდნონ. ამის შესახებ უწყება განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.

„თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ ამ ქვეყნის მონახულებას, რეკომენდაციას ვაძლევთ გამოიჩინონ ყურადღება და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.