ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო - ესტონეთის საელჩო

14:06 06-21-2019
107

საქართველოში ესტონეთის საელჩო თბილისი, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს Facebook-ით ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში. როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის გუშინ განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსთაველზე სიმშვიდეა

შეგახსენებთ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვამ, საყოველთაო პროტესტი გამოიწვია და პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის დაშლის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის დროს ასობით ადამიანი დაშავდა.

საავადმყოფოებში 240 დაშავებული შეიყვანეს, 102 კლინიკებში რჩება.