პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადამიანები გამოიყენა - ლევან გოგიჩაიშვილი

12:44 06-21-2019
112

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და ხალხი სპეცრაზმს შეატოვა, რომლებიც სრულიად უკანონოდ მთელი ღამე დასდევდნენ უკვე ნეიტრალიზებული აქციის მონაწილეებს.  

„აუცილებელია პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება. დიახ გაგდება და არა გადადგომა. ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რომ იჯდეს კობახიძე, ღირს ადამიანების თვალის ჩინის დაკარგვად. 

პროტესტი საჭიროა, რათა დახუთული პოლიტიკური სივრცე დასრულდეს. აქეთ არის ეს „ოცნება“, იქით მეორე პროვოკატორები. პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადამიანები გამოიყენა. 

მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე მთელი ღამე დევნა, რა იყო? რა უბედურება იყო? დღეს მოვედი რომ კიდევ ერთხელ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს შედეგი მაგათმა უგუნურმა პოლიტიკამ მოიტანა. 

ხალხმა არ უნდა მისცეს არც ერთ და არც მეორე მხარეს საშუალება დესტაბილიზაციის ელემენტები შემოიტანოს. მიუღებელია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა, და მერე თვითონ გაიქცნენ. მოწოდება პარლამენტში შეჭრაზე არის უკანო, ისევე როგორც მშვიდობიანი ადამიანების დევნა ღამის ოთხ საათზე, როდესაც სიტუაცია უკვე იყო ნეიტრალიზებული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც ის პროტესტის ნიშნად მივიდა.  

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირების დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი