მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

22:55 06-18-2019
1074

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს.

ძაღლი გამვლელებმა მარჯანიშვილის ხიდთან შეამჩნიეს და ცხოველთა მონიტორინგის ცხელ ხაზზე დარეკეს.

width=555

ზუსტად 2 წუთში იყო ადგილზე ეკიპაჟი.

width=554

ძაღლი დინებას მიჰყვებოდა და ბარათაშვილის ხიდთან მაშველმა რატი მამუკაშვილმა შეძლო მისი ამოყვანა. იგი უკვე  გადაყვანილია თავშესაფარში, სადაც უტარდება შემოწმება.