ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მარტინ სკორსეზე

შოუბიზნესი 1713596520

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს - მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებენ

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.გამოცემის წყაროების ცნობით, 81 წლის რეჟისორს სურს, რომ სინატრას როლი ლეონარდო დიკაპრიომ, სინატრას მეორე ცოლის, მსახიობ ავა გარდნერის როლი კი ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულოს.აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენკ სინატრას შვილს, ტინას, რომელიც ლეგენდარული მომღერლის მემკვიდრეობას აკონტროლებს, ფილმის გადაღების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ლავროვი

მსოფლიო 1713595836

შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“ გადაიქცა. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.ლავროვის თქმით, რუსეთისთვის შვეიცარია, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პლატფორმა,  „უბრალოდ, შესაფერისი არ არის“.„ის არ არის ნეიტრალური მხარე, ის ნეიტრალურიდან ღიად მტრულ სახელმწიფოდ გადაიქცა“, - დასძინა მან.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ კვლავ უარყო. თუმცა თქვა, რომ მოსკოვი „პატივს სცემს“ ჩინეთის პოზიციას, რომელიც რუსეთისთვის და უკრაინისთვის „მისაღები“ სამშვიდობო კონფერენციის მოწვევას სთავაზობდა. დეტალები ლავროვს არ დაუკონკრეტებია.ცნობისთვის, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713594817

შაბათ-კვირის ლარის კურსი - რა ღირს დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით, 22 აპრილის ჩათვლით,1 აშშ დოლარი - 2.6711 ლარი ეღირება;1 ევრო - 2.8453 ლარი;1 ფუნტი - 3.3223 ლარი;1 ლირა კი 0.0819 ლარი;

ტესტი

ქვიზი 1713593700

რას ამბობს შენი საწოლი შენზე - ტესტი

ინტერიერის დიზაინი ხშირად ასახავს არა მხოლოდ ჩვენს ბიუჯეტს, არამედ ჩვენს განწყობას, ხასიათს და ცხოვრების წესს. ზოგს სიმარტივე ურჩევნია, ზოგს კი უყვარს ბევრი ლამაზი წვრილმანი ირგვლივ. აირჩიეთ თქვენი სასურველი და წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ტესტის პასუხები.ვარიანტი 1თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც უყვარს მხიარული და აქტიური ცხოვრება. საზოგადოების წესები შენზე თითქმის არ ვრცელდება - შენ თვითონ იცი რა გინდა და როგორ მიაღწიო მას. თქვენ ცხოვრობთ შეზღუდვებს მიღმა. ნუ მისცემთ უფლებას წვრილმანებს შეგაწუხოთ და დინებას მიჰყვეთ - სწორედ ამან მიგიყვანათ ცხოვრებაში წარმატებისკენ.ვარიანტი 2თქვენ ცხოვრობთ კომფორტულად, რადგან გიყვართ კომფორტი.თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ და ამან საბოლოოდ გამოიღოს ნაყოფი. მოგწონთ მბზინავი მატერიალური ნივთები, თუმცა მათ სასიცოცხლოდ არ თვლით.ვარიანტი 3თქვენ და თქვენი ცხოვრების წესი შორს ხართ უბრალოებისგან. თქვენი ხიბლი, შრომისმოყვარეობასთან ერთად, გზას გიხსნით ბევრი რამისკენ, რაც აუცილებელია ამ ცხოვრებაში. უფრო ხშირად იღებთ ჭკვიან გადაწყვეტილებებს და თქვენი ცხოვრების წესი ამას ასახავს.ვარიანტი 4თქვენ ნამდვილად გაქვთ სტილის გრძნობა - გსიამოვნებთ და იმსახურებთ უფრო დახვეწილ ნივთებს ცხოვრებაში.ხშირად თავს ყოველგვარი დანაშაულის გარეშე ეპყრობით (შესაძლოა ძალიან მცირე დანაშაულის გრძნობით), რადგან ამის საშუალება გაქვთ. მაგრამ ამავდროულად, თქვენ არ შეიძლება გეწოდოთ ზედმეტად მფლანგველი.

ირაკლი სუთიძე

კულტურა 1713593226

კულტურის სამინისტრო მხატვარ ირაკლი სუთიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოთხმოციანელ ქართველ მხატვართა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ირაკლი სუთიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ (დაზგური გრაფიკა), 1983-1986 წლებში, მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში.ირაკლი სუთიძე აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; „შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015 და სხვ.); ასევე, ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში.ირაკლი სუთიძის მკაფიოდ ინდივიდუალური, სახასიათო მხატვრული ხერხები მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიკულობის ელფერს ანიჭებს. მისი ცალკეული სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგება და რელიგიურ თუ მითოლოგიურ ასოციაციებს იწვევს.მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გალერეაში „ელექტრა“ (საუსალიტო, აშშ), ნიკოლა სტრონახის გალერეაში (ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია) და გერცევის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აგრეთვე, კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდების სამეფოში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ჰაიტიზე, იაპონიაში, კორეაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში.