აფეთქებამდე ჩხუბი გვესმოდა - ქუთაისში შემზარავი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა

12:17 06-18-2019
5531

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„პრაიმტაიმს” ადგილობრივ კორესპონდენტს დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, რომ აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს და ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა.

ძლიერი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ქონებრივი დავა გახდა. მოდავე ნათესავი ბინაში გამთენიისას მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა.

„სავარაუდოდ ვიღაცამ კონკრეტულად და გამიზნულად ააფეთქა რაღაც და აქედან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი. შედეგად დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. მათთან კომუნიკაცია მქონდა, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს და ასე რომ ვთქვათ, თვითმხილველები იყვნენ. სავარაუდოდ, გაზი არ იქნებოდაო და ეს იყო ვიღაცის გამიზნული ქმედება,“ - გიორგი აბესაძე, დაშავებული მეგობარი.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. არასრულწლოვანი და კიდევ ერთი დაშავებული კი თბილისში გადმოიყვანეს.

აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე