გვიშველეთ, ნაგავში ვიხრჩობით - ქუთაისში წერეთლის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

12:39 06-13-2019
21

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, გზის საფარი მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. მათივე განმარტებით, ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელიც არ არსებობს, რის გამოც ფეკალური მასები მდინარე რიონში ჩაედინება.

„აქ ცხოვრება შეუძლებელია. გზა ავარიულია, სასწრაფოსაც კი უჭირს ჩვენს ქუჩაზე მოსვლა. კანალიზაცია პირდაპირ რიონში ჩაედინება, გზებზე კი ნაგავი ყრია, ქუთაისის მერმა საერთოდ იცის ამ ქუჩის პრობლემების შესახებ?! მოგვეშველეთ, ანტისანიტარიაში ვიხრჩობით“, - აცხადებე ადგილობრივი მცხოვრები ვეფხო მიქაუტაძე.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე