მეცნიერებმა ჩვილების ტირილი გაშიფრეს

10:14 06-13-2019
663

ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრებმა,ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვილების ტირილი გაშიფრეს.კვლევის მიზანს ჩვილების მიერ გმოცემული ბგერების შედეგად მათი ტირილის  მიზეზების დადგენა წარმოდგენდა.

ტირილსაც აქვს თავისებური ენა, ბგერები გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან. ჩვენ ვცადეთ მათი გაშიფრა და საიმედო შედეგები მივიღეთ“,- აცხადებენ მკვლევრები.

Techcult-ის ცნობით, მეცნიერებმა სულ 26 ჩვილის ტირილი შეისწავლეს. ბავშვები ინტერნსიური თერაპიის განყოფილებაში იყვნენ მოთავსებულნი. მეცნიერებმა ბგერების ნაკადიდან 5 ძირითადი სიგნალი გამოყვეს : „შიმშილი“, „სავსე პამპერსი“, „ძილი“, „ყურადღება“, და ყველაზე მთავარიდისკომფორტი“.

მათი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მეხუთე სიგნლის დანარჩენებისგნ განცალკევება იყო, რათა ცრუ განგაშის  რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებული ყოფილიყო.