24 დაღუპული და 600-მდე დაზარალებული - 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა (ფოტოამბავი)

00:04 06-13-2019

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი - ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე - დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები. 

width=600

სტიქია 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და მზიურის პარკი. თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი და მზიურის ბაღი.

width=600

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში აღმოჩნდნენ ზოოპარკის მობინადრეები. ცხოველების დიდი ნაწილი კი წყალდიდობას ემსხვერპლა. საერთო ჯამში ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა.

width=600

ტრაგედიამ ერთ მუშტად შეკრა საზოგადოება, რომელმაც წარმოუდგენელი სამოქალაქო სოლიდარობა გამოიჩინა.

width=600

width=600

width=600

width=600