„გახსოვდეთ, რომ იქ საშინელი ტრაგედია დატრიალდა“ - „ჩერნობილის“ სცენარისტი ტურისტებს

22:11 06-12-2019
766

ამერიკელი სცენარისტი და „ჩერნობილის“ ერთ-ერთი შემქმნელი კრეიგ მაზინი ტრაგედიის ზონაში მომეტებულ ტურისტულ ინტერესს HBO-ს არხზე ეხმაურება.

ის იწონებს იმ ფაქტს, რომ სერიალის წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიგო ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ და პრიპიატში წამსვლელი ტურისტების ტალღა გამოიწვია.

თუმცა, სცენარისტი აცხადებს, რომ ამას მედლის სხვა მხარეც აქვს: ინსტაგრამ-ბლოგერების დიდი უმრავლესობა იმ ადგილიდან, სადაც 33 წლის წინ ტრაგედია მოხდა, სელფებს აქვეყნებენ. ასეთი ფოტოების ეთიკურობაზე კი მწვავე დისკუსიები იმართება.

მაზინი თავის ხელმომწერებს მიმართავს, რომ „პატივისცემით მოეპყრან“ ამ ტრაგიკულ ფაქტს და იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პრიპიატში 1986 წელს დაიღუპნენ.

„შესანიშნავია, რომ „ჩერნობილმა“ ტურისტები ტრაგედიის ზონაში მიიზიდა. მაგრამ მე ვნახე იქ გადაღებული ფოტოები. თუ შეიძლება, გახსოვდეთ, რომ იქ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. პატივი ეცით ყველას, ვინც იქ დაშავდა და დაიღუპა“, - აცხადებს სცენარისტი.