გვარამიას მელიას ყიდვა სურს

21:36 06-12-2019
2027

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მელიის იშვიათი ჯიშით დაინტერესება საკუთარ Facebook გვერდზე გამოხატა.

„მაინტერესებს, მელია ფენეკის ყიდვა თუ არის საქართველოში შესაძლებელი, ან საიდან შეიძლება ჩამოყვანა. ასევე, როგორი მოსავლელია და მარტივია თუ არა სახლში გყავდეს“, - წერს გვარამია.

width=600

მელია ფენეკი, იგივე უდაბნოს მელა,  ერთადერთი სახეობაა, რომლის სახლში ყოლა შესაძლებელია. თუმცა მათი მოშინაურება არც ისეთი ადვილია. ისინი სახლიდან ხშირად გარბიან.

ბენეკის ფასი დაახლოებით 1 500 დოლარიდან 3 000 დოლარამდეა.

ფენეკი მეპატრონის შეცვლას ვერ ეგუება, რადგან თავის პირველ მეპატრონეს ეჯაჭვება.

მართალია მელიის ეს სახეობა ყველასთვის სასურველია, მაგრამ ხშირად მეპატრონეები მას მოუმზადებლები ხვდებიან და არც მის სახასიათო თვისებებს იცნობენ.

სანამ მათ შეძენას გადაწყვეტთ, გაეცანით რამდენიმე თვისებას: მისი გაწრთვნა თითქმის შეუძლებელია.

ისინი დაახლოებით 14 წელს ცხოვრობენ.

მათი წონა 1.5 კილოს არ აღემატება.