ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 შანდა შარერის მკვლელობა

მსოფლიო 1711628080

სასიყვარულო დრამა სკოლაში - ისტორია, რომელმაც მსოფლიო გააოგნა

შანდა შარერი ამერიკელი გოგონა იყო, რომელიც აწამეს და დაწვეს მედისონში, ინდიანას შტატში, ოთხმა მოზარდმა. ის 12 წლის იყო. ინციდენტმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მკვლელების სისასტიკისა და მოძალადეების მცირე ასაკის გამო. 1992 წელს 16 წლის მელინდა ლავლესმა სამი მეგობარი დაიქირავა, რათა 12 წლის შანდა შარერი გაეტაცებინათ და ეწამებინათ. გატაცების მიზეზი კი უჩვეულო იყო. აღმოჩნდა, რომ გოგონა მელინდას ყოფილ შეყვარებულს ხვდებოდა. შანდა შარერი ახალი რომანის საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა. მან შეხვედრები დაიწყო თავის კლასელ ამანდა ჰევრინთან, რაც ასეთ ფასად დაუჯდა.1991 წლის ოქტომბერში მელინდა საჯაროდ დაემუქრა შანდას სკოლის ცეკვაზე და თქვა, რომ აპირებდა შანდას მოკვლას.1992 წლის 10 იანვარს მელინდამ და სამმა მეგობარმა გაიტაცეს შანდა, წაიყვანეს ტყეში შორეულ ადგილას და შვიდი საათის განმავლობაში სასტიკად აწამეს. გააშიშვლეს, სცემეს, დაჭრეს, სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს . საბოლოოდ, ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად დაწვეს.შემაძრწუნებელია, რომ მელინდა ლავლესი ახლა თავისუფალი ქალია, ის ციხიდან ვადამდე გაათავისუფლეს 2019 წელს. დღეს, ის შეცვლილი ადამიანია, რომელიც ნანობს თავის დანაშაულს.მელინდა1990 წელს მელინდა ლავლესმა დაიწყო შეხვედრა თანაკლასელთან, სახელად ამანდა ჰევრინთან, ურთიერთობა თანდათან დაინგრა, მაგრამ მელინდას მის მიმართ გრძნობები ჰქონდა შერჩენილი. ამიტომაც გადაწყვიტა მან გოგონას მოტაცება.მელინდამ და მისმა მეგობრებმა 12 წლის შანდა მანქანიდან ატირებული გადმოიყვანეს და ფეხები და ხელები თოკით შეუკრეს. ტყეში წაიყვანეს, გოგონა გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს. შემდეგ კი საბარგულში ჩააგდეს. წამებისა და შეურაცხყოფის მერე, მოზარდებმა შანდა შორეულ მინდორში წაიყვანეს, ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.„მიხარია, რომ ის მოკვდა", - თქვა მელინდა ლავლესმა, როდესაც ყველაფერი დასრულდა.გოგონას დამწვარი სხეული მეორე დღეს მონადირეებმა იპოვეს. მელინდა და მისი მეგობრები ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მელინდა ლავლესის მამა, ლარი ლავლესი ხშირად იპარებოდა ღამით საკუთარი ქალიშვილების ოთახებში და მათ შეურაცხყოფას აყენებდა . გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე ძალადობდა მათ ბიძაშვილზე, ტედიზე. კაცს ბავშვები მიჰყავდა ტყეში სექსუალურად ძალადობდა.„ერთხელ მან ტედის თმა დაუჭირა და ცეცხლზე დაუწვა, შემდეგ კი შეაჭრა და მელოტს დაამსგავსა“,- იხსენებდა ლარის ერთ-ერთი ქალიშვილი.

ოლაფ შოლცი

მსოფლიო 1711627470

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია.„ჩვენს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, მანამდე უფრო ხშირად ვკონტაქტობდით“, – ამბობს შოლცი.შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შოლცი პუტინს მოსკოვში ეწვია.„ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ პირადად მოსკოვში. გახსოვთ, ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მე მომიწია მასთან ერთად ჯდომა, რადგან ის ღელავდა კორონავირუსზე? ჩვენ ამაზე ოთხ საათზე დიდ ხანს ვსაუბრობდით“, – გაიხსენა შოლცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, ომის დასრულების გადაწყვეტილება პუტინის ხელთაა.„მშვიდობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პუტინმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს მისი ბარბაროსული კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, – განაცხადა კანცლერმა.

პროკურორი

სამართალი 1711627352

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე - პროკურორი

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, - აღნიშნულის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია."სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მონაწილეობას, ეს მისი უფლებაა. დაცვის მხარემ მიუთითა 38-ე მუხლზე, რაც განსაზღვრავს ამ შემთხვევაში, ბრალდებულის უფლებებს. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობა მიეღო და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოკლე ვადით, რამდენიმე დღით გადაედო პროცესი”, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სურვილი გამოთქვა პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილისთვის გადადო და ბრალდებული დისტანციურად არ ჩართო.

სანიოლი

სპორტი 1711627318

აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო - სანიოლის შვილი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილის განცხადებით, აქამდე არასდროს უნახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო."მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ამაყია მამაჩემი ყველა ფეხბურთელით, სტაფით და ქართველი გულშემატკივრებით." - განუცხადა სემ სანიოლმა Geo Team-ს.ვილი სანიოლისთვის საქართველოს მწვრთნელის რანგში 33-ე მატჩში საბერძნეთთან მოგებული შეხვედრა მე-16 იყო.

მართვის მოწმობა

სამართალი 1711626608

საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული

ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.„შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.