ისრაელში ქართველების მასობრივი დაკავება არ მომხდარა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

19:20 06-12-2019
15

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის შესახებ, რომლის ამსახველი კადრებიც დღეს „პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელის ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია.  

„ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში  ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას. 

ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. 12-სთვის ეტაპობრივად მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს - ნათქვამია საგარემო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური