ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ჰაბი - ირაკლი ჩიქოვანი

18:53 06-12-2019
36

სამწუხაროა, რომ ადამიანები და პოლიტიკური ძალები , რომლებიც თავს დებენ პრო-დასავლურობაზე, აკეთებენ იმგვარ განცხადებებს, როგორიც ჩვენ ვისმენთ საინფორმაციო საშუალებებით,- ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსამა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი თქმით, განცხადება, რომელიც გაკეთდა პრემიერ მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო მხარდაჭერა იმისა , რომ საქართველოში არსებული მიმდინარე რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ამერიკის ინტერესებშია და რომ ეს ამერიკის ინტერესებშია.

,, ჩვენ კარგად ვიცით , რომ ამ ათი წლის განმავლობაში , რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათი წლისთავს ვზეიმობთ , რამხელა შედეგები გვქონდა, თუმცა ის გეგმები , რომელი გეგმებიც არის ასახული ამ საერთო დეკლარაციაში, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით უფრო დიდი პროექტების წარმართვა და გაცილებით უფრო მასშტაბური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შეგვიძლია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და ამ პროექტების განხორციელებაში ,ამ პროექტების წინ წაწევაში ერთად ვიქნებით ჩართულები, როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული ქარტიის თანამშრომლობის პირობებში ოთხ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადამიანებს შორის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ რეფორმები მიმდინარეობს არა მხოლოდ ქართული მხარის ინიციატივით, არამედ ამაში მნიშვნელოვანი თანამონაწილეობაა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

,,სტრატეგიული ქარტიის თანამშრომლობის პირობებში ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი მიმართულება .ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. ცხადია, რომ გასაგებია ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რეფორმა, მიმდინარე რეფორმები და ზუსტად ამ მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ მივატოვოთ მიმდინარე რეფორმები. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეფორმები მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს მხარის ინიციატივით არამედ ამაში არის თანამონაწილეობა ამერიკის, თუნდაც იუსტიციის დეპარტამენტის და ასევე ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა დემოკრატია არ არის სრულყოფილი, დემოკრატიზაციის პროცესი არ არის დასრულებული საქართველოში, ჩვენ გაცილებით უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მივაღწიოთ სრულყოფილ დემოკრატიას ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, ეს ეხება ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს არჩეული დემოკრატიის მართველობის ფორმა- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მან განაცხადა, დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველო წარმოადგენს ამერიკისთვის სტრატეგიულ პარტნიორს, რომ ამერიკა იქნება უშუალოდ დაინტერესებული, საქართველოში წარმატებით განხორციელდეს რეფორმები,ამერიკა დაინტერესებულია იმაში, საქართველომ შეძლოს ეკონომიკური განვითარება და გახდეს რეგიონის ჰაბი.