ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ გადაცემის თარიღები დაასახელა

17:36 06-12-2019
17

ამერიკის კინოაკადემიამ შემდეგი სამი წლის განმავლობაში „ოსკარის“ გადაცემის თარიღები დაასახელა.

Variety-ის ცნობით, „ოსკარების“ 92-ე ცერემონია  2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება. კინოპრემიის ნომინენტები კი  13 იანვარს დასახელდება.

გამოცემის ცბობით, ამერიკის კინოაკადემიას Netflix-ის ფილმებისთვის „ოსკარის“ ნომინაციაში მონაწილეობა არ აუკრძალავს.  

„ოსკარების“ 93-ე ცერემონია 2021 წლის თებერვალში გაიმართება. 94-ე კი 2022 წლის 27 თებერვალს.

ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში „ოსკარის“ 91-ე ცერემონია 25 თებერვალს გაიმართა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა „მწვანე წიგნი“.