ბორჯომში დაჭრის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

17:07 06-12-2019
83

ბორჯომის ხეობაში, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ 3 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ. ა., 1990 წელს დაბადებული ვ.კ. და 1990 წელს დაბადებული გ.მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები: 1988 წელს დაბადებული ს.პ., 1989 წელს დაბადებული ბ.ვ. და 1985 წელს დაბადებული დ.თ. ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შეხვდათ სამი პირი. ურთიერთშელაპარაკება, გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

ბორჯომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები დანით დღეს დაჭრეს. დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ამ დრომდე ბორჯომის კლინიკაში რჩება.