სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა

16:25 06-12-2019
657

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა, მესამე მოადგილის პოსტი მომღერალ ზურა ხაჩიძეს ჩააბარა. აღნიშნული პოზიცია ოფიციალურად მან 12 ივნისს დაიკავა.

ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე - შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზურა ხაჩიძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო და ის დიდუბის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხაჩიძე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ „პატრიოტთა ალიანსიდან“.