პროგრამის - "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

16:14 06-12-2019
16

თელავში, სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაში კახეთის რეგიონის 10 პარტნიორი საჯარო სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - იყალთოს, ფშავლის და რუისპირის საჯარო სკოლები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ფორუმ-თეატრი -„ვუთხრათ „არა“ ძალადობას!“ რის შემდეგაც, მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი შესრულებული პროექტები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. პროექტის მიზანია სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაძლიერება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ხელშეწყობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - დავით ბეგიაშვილი, მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს PH International, აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USID) ფინანსური მხარდაჭერით