ლევან კობერიძე- საარჩევნო თემატიკის სამუშაო შეხვედრაზე მიწვევა არ მიმიღია

16:10 06-12-2019
18

დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრაზე მიწვევა არ მიუღია.

„მსგავსი ტიპის მოწვევა არ მომსვლია. პარლამენტის თავმჯდომარეს და ნებისმიერ მართვაში ჩართულ პირს მოვუწოდებ დამოუკიდებელი დეპუტატების ინტერესები უფრო მეტად გაითვალისწინონ. ამ ბოლო დროს ვხედავ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებზე არავინ არ გვეძახის, ეტყობა არაკომფორტულია. დამოუკიდებელ დეპუტატებს რეგლამენტი ისევე ეხებათ, როგორც სხვებს და მიწვეული უნდა იყვნენ საპარლამენტო სამუშაო პროცესში. იმედია, ეს ხვალამდე გამოსწორდება და მსგავსი ტიპის მოწვევას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით,ხვალ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნა. შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.