მოსკოვში ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს- დაკავებულია ალექსეი ნავალნიც

16:02 06-12-2019
55

მოსკოვის ცენტრში, სადაც ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი დააკავეს. Meduza-ს ინფორმაციით, 200-ზე მეტი პირია დაკავებული. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ხელკეტი და წყალი გამოიყენეს.

width=560

პოლიციამ ასევე ნავალნისთან ერთად დააკავა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მენეჯერი რუსლან შავედინოვიც. 

width=560

Meduza-ს ინფორმაციით ორგანიზატორებმა აქცია რამოდენიმე დღით ადრე დაანონსეს, თუმცა მოსკოვის მერიასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

width=560

მარშის დაწყებამდე მოქალაქეებმა ერთ-ერთ მეტროსადგურთან დაიწყეს შეკრება. სამართალდამცავები თავიდან მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ და გამვლელებისთვის გზა დაეთმოთ.

width=560

2011 წლის შემდეგ ნავალნი ადმინისტრაციული წესით 10-ჯერ ჰყავთ დაკავებული.  მიტინგის მოწყობის შესახებ კანონის განმეორებით დარღვევისთვის ნავალნის 30 დღემდე პატიმრობა ემუქრება.