მაკრონი ტრამპს ახალ "მეგობრობის ხეს" გაუგზავნის

15:36 06-12-2019
31

საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას ახალ „მეგობრობის ხეს“ გაუგზავნის, რადგან თავდაპირველად ნაჩუქარი - გახმა.

ემანიელ მაკრონმა მუხა დონალდ ტრამპს გასულ წელს მეგობრობის ნიშნად აჩუქა. ლიდერებმა ხე თეთრი სახლის ბაღის ტერიტორიაზე ერთად დარგეს. ეს ხე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

ემანუელ მაკრონის ნაჩუქარი ხე გახმა. ეს ფაქტი სოციალურ მედიაში მალევე აიტაცეს და საფრანგეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის შესაძლო გაუარესებაზეც ალაპარაკდნენ. თუმცა ემანუელ მაკორნმა განაცხადა, რომ ყველაფერში სიმბოლოებისა და მინიშნებების დანახვა არ ღირს.

„ახალ ხელს გავუგზავნით, ეს არ არის ტრაგედია. როგორც აღმოჩნდა, მუხა აშშ-ს სანიტარული მიზეზების გამო კარანტინში ჰქონდათ, თუმცა ხე ვერ გადარჩა. ახალ მუხალს გავგზავნი, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა ამას იმსახურებს“.

ავტორი: მარიამ გიგანი