ხორცი დავამარილე და მაცივარში შევინახე - ზუგდიდში ადგილობრივმა ნუტრია მოკლა

15:11 06-12-2019
2108

„მონადირის საოცარი ინსტიქტები მაქვს, ნუტრია მოვკალი ფიწალით...“- ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე ინფორმაცია მურად გეთიამ გაავრცელა.

გეთიამ მოკლული მღრღნელის ფოტოც გამოაქვეყნა და ამბავი „ვეფხისა და მოყმის“ ბრძოლას შეადარა.

სტატუსიდან ჩანს, რომ გეთია საკუთარი ნამოქმედარით კმაყოფილია და ამაყობს.

მისივე სტატუსიდან ირკვევა, რომ ეს მისი მხრიდან, ცხოველის მოკვლის პირველი შემთხვევა არ არის:

ნუტრიამ დაუნდობელი ბრძოლა წააგო ჩემთან და გამარჯვებული ფეხზე დგას, დამარცხებული ფიწალზეა წამოცმული...ამ ყველაფერს დიდი ცოდნა, ძალა და სისწრაფე სჭირდება, ვაჟკაცობაც“ წერს მურად გეთია.

აღსანიშნავია, რომ გეთიამ სტატუსი და ფოტო გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა და ამჟამად მის ფეისბუქ გვერდზე ნუტრიას მოკვლის შესახებ „პოსტი“ აღარ იძებნება.