როგორ ცხოვრობენ „კანონიერი ქურდები“ ფეშენებელურ კურორტებზე - (ფოტოები)

14:55 06-12-2019
6364

ე.წ. „კანონიერი ქურდები“ მკაცრი კანონმდებლობის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან აქ, როგორც მინიმუმ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ელით. მიუხედავად ამისა, დაუსწრებლად არაერთ მათგანს აქვს ბრალი წარდგენილი საქართველოში ფულის გამოძალვის, ბიზნესმენების შევიწროებისა და სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.

როგორც წესი, ისინი დისტანციურად მართავენ საქართველოში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხშირად ხვდებიან სამართალდამცველთა მახეში. როგორც ცნობილია, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ბოლო ერთ წელში 100-ზე მეტ ადამიანს დაადეს ხელბორკილები. ბევრი მათგანი ახლა პატიმრობაში იმყოფება, თუმცა თავად „კანონიერი ქურდების“ დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ კურორტებზე განაგრძობს საქმიანობას. 

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ასახავს „კანონიერი ქურდების“ დასვენებას თურქეთში, დუბაიში, კოლუმბიაში, ესპანეთსა და სხვა ცნობილ ტურისტულ ქვეყნებში.