დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ სხდომა გაიმართა

14:05 06-12-2019
8

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ და მერის სათათბირო ორგანოს წევრებმა განიხილეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურიზმის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.

კითხვა–პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ნაცვლიშვილი ესწრებოდა, ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ , პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეობითი პოლიტიკის და გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკის განვითარების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.