მადონა კონცერტზე ბილეთებს ვერ ყიდის

13:29 06-12-2019
84

პოპ-შემსრულებელი მადონა ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებს ვერ ყიდის. ნიუ-იორკში საკონცერტო ტურნეს ლეგენდარული მომღერალი 12 სექტემბრიდან გეგმავს, თუმცა ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა PageSix-ი ავრცელებს.

ბილეთების გაყიდვა ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა ასობით ბილეთი ჯერ კიდევ არ გაყიდულა. ტურნეს მადონა თავისი ახალი ალბომის, Madame X-ის გამოსვლას უძღვნის.

მომღერალსი თქმით, Madame X-ი საიდუმლო აგენტია, რომელიც მსოფლიოში მოგზაურობს. ის იცვლის გარეგნობას და იბრძვის თავისუფლებისთვის.

ავტორი: თეონა ყაჭიური