საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

13:18 06-12-2019
21

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, ბორჯომში ბიძგები დილის 08:45 სთ-ზე დაფიქსირდა და სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი კი სოფელი აწყური.

რაც შეეხება ახალციხეს, მიწისძვრა აქ თითქმის იგივე დროს, დილის 08:44სთ-ზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო ეპიცენტრი ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელი აწყური იყო.