ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში პატიმრობა განისაზღვრა- კალაძე

13:00 06-12-2019
688

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, კანონი ცხოველების წამების შესახებ გამკაცრდა და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მისი თქმით, ეს კანონი ქმნის პრევენციას, რომ სამომავლოდ მსგავსი ქმედებები არ მოხდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა არის ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა. ჩვენ ვიცით, რომ კანონპროექტი ინიცირდა ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი მუშაობით პარლამენტში და პარლამენტმა მესამე მოსმენით ეს კანონი და კანონში ცვლილებები მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს. რაც შეეხება კანონში შესულ ცვლილებებს, ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ ცხოველებს, ასახიჩრებდნენ, აუბედურებდნენ. ეს ძალიან მძიმე სანახავია და, რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული გადასახადი გაიზარდა 500 ლარამდე,“ - განაცხადა კალაძემ.