ციმბირში 40 000 წლის წინანდელი გიგანტური მგლის თავი აღმოაჩინეს

12:49 06-12-2019
381

ციმბირში ბოლო გამყინვარების პერიოდის გიგანტური მგლის თავი იპოვეს. 40 000 წლის წინ გაყინული ცხოველის თავი შესანიშნავად არის შენახული.

გიგანტური თავი 2018 წელს ადგილობრივმა მამაკაცმა აღმოაჩინა იაკუტიაში, მდინარე ტირეხტიახის ნაპირებზე. სიგრძეში 40 სანტიმეტრია და არ ჰგავს ამჟამად არსებული მგლის არც ერთ სახეობას.

width=550

მისივე თქმით, მოხდება ნამარხის შედარება თანამედროვე მგლებთან, რათა გავიგოთ, რამდენად შეიცვალნენ ისინი დროთა განმავლობაში.

მგლის თავი მართლაც საოცრად კარგ მდგომარეობაშია — ხელუხლებელია მისი ბეწვი, ეშვები, კანის და ტვინის ქსოვილებიც კი. იაკუტიის ამავე რეგიონში რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მღვიმის ლომის გაყინული ბოკვერებიც.

width=550

შვედ და იაპონელ მეცნიერებთან ერთად, პროტოპოპოვი ამჟამად ნამარხს აქტიურად სწავლობს და დარწმუნებულია, რომ ის ზრდასრულ, 2-4 წლის მგელს ეკუთვნის.

კვლევის ფარგლებში ჩატარდება უძველესი ცხოველის დნმ-ის ანალიზი, თავის ქალის შიდა ნაწილების დასანახად კი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გამოიყენებენ.

width=550

გარდა მგლის თავისა, მეცნიერები ასევე სწავლობენ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ მღვიმის ლომის ბოკვერს. მკვლევართა აზრით, ის მდედრი იყო, დაბადებიდან მალევე მოკვდა და ყინულმა შთანთქა.

ბოკვერს სახელად სპარტაკი უწოდეს და ისიც საოცრად კარგად არის შემონახული, რაც მეცნიერებს ამ უძველესი სახეობის უკეთესად შესწავლის საშუალებას აძლევს.

width=550

მომზადებულია The Siberian Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.