ვაშლიჯვრის ესტაკადა 1 კვირაში გაიხსნება - კახა კალაძე

12:12 06-12-2019

„ვაშლიჯვრის ესტაკადა 1 კვირაში გაიხსნება“ , - ამის შესახებ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოების დასრულებულია. 2 დღის წინ დამთავრდა მოაჯირების მონტაჟი. იმის გამო, რომ ამ ესტაკადის დასრულების შემდეგ იქ იქნება მაღალი ინტენსივობით მოძრაობა, გადავწყვიტეთ, რომ იქ გამოვიყენოთ იგივე ტიპის ასფალტი, როგორც ბარათაშვილის აღმართზე იყო, მაღალი ხარისხისა ასფალტი, ღორღოვან-მასტიკოვანი ტიპის, სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ერთ კვირაში და ერთი კვირის შემდეგ ჩვენს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ ამ ესტაკადით,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და 180 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო.