სერიალის გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

12:04 06-12-2019
20

HBO- მინისერიალისჩერნობილისგამოსვლის შემდეგ უკრაინის ამ რეგიონში ტურიზმის ბუმია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ავრცელებს.

ტურისტული სააგენტოების მონაცემებით,  გასული წელთან შედარებით ჩერნობილში ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.

ზოგიერთი ტურისტული სააგენტო მსურველებს სერიალში ნაჩვენებ ადგილებში სპეციალურ ექსკურსიებს სთავაზობს. ჩერნობილში ინგლისურენოვანი ტური დაახლოებით 100 დოლარი ღირს.

ჩერნობილის ტურის დირექტორმა იაროსლავ ემილიანენკომ განაცხადა, რომ ის შოუს შემდეგ ჩერნობილში ტურისტების  ზრდას მოსალოდნელი იყო.

ჩერნობილი“ 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ტერიტორიაზე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზე მოგვითხრობს. ის IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა.

ავტორი: თეონა ყაჭიური