კახა კალაძე: ბანკები A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეღავათიან საბანკო პროდუქტებს შესთავაზებენ

12:04 06-12-2019
18

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მფლობელების თხოვნით, მერიამ მოლაპარაკებები აწარმოა საქართველოში არსებულ საბანკო სექტორთან და უახლოეს დღეებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს კონკრეტულ შეღავათიან საბანკო პროდუქტებს შესთავაზებენ. კახა კალაძის თქმით, შეთავაზება დაახლოებით 3-4 დღეში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პირველი ივლისიდან იწყება ტაქსების კატეგორიებად დაყოფა და ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მერიამ ყველას მიაწოდა.

ვაუჩერების გაცემის პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპისთვის საკმარისი რაოდენობის ვაუჩერია გაცემული და მათგან რამდენიმე ასეული უკვე განაღდებულია. ასევე გაცემულია ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები და პირველი ოქტომბრიდან კატეგორიებად დაყოფილი, მოწესრიგებული ტაქსები მოემსახურებიან მომხმარებლებს.