საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე

12:03 06-12-2019
13

„საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო-ევროკავშირის - ყველაზე მაღალ დონეზე და ჩვენ ასე ახლოს ნატოსთან არასოდეს ვყოფილვართ“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამერიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის საგარეო კურსს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი.

“რა თქმა უნდა, აშშ-ი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს საქართველომ ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატოს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატოსთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.