უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საუკეთესო ათეული ცნობილია - რა შედეგები აჩვენა ხელოვნური ინტელექტის ტესტმა

11:03 06-12-2019
538

სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა შექმნა ე.წ. ხელოვნური ინტექლექტის ტესტი, რომელმაც უზეანესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან 10 საუკეთესო გამოავლინა.

გიორგი თუმანიშვილმა, რომელიც თავადაც მონაწილეობს კონკურსში, ასეთი ტესტის შექმნის საჭიროება დაინახა იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია არც კი დაასაბუთოს თუ რა კრიტერიუმებით შეარჩევს კონკრეტულ კანდიდატებს.

მეგობრებო, როგორც ვიცით, საქართველოში სხვადასხვა კონკურსები არც თუ ისე გამჭვირვალედ ხორციელდება ხოლმე. უზენაეს სასამართლოში, მოსმართლეთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს კანონით გაწერილი ვალდებულება დაასაბუთოს თუ რატომ ირჩევს ამა თუ იმ კონკრეტულ პირს და რომელი კრიტერიუმით, ან რამდენი ქულით აღმოჩნდა ესა თუ ის პირი სხვაზე წარმატებული.

იმისათვის, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო არ ჰქონდეს შესაძლებლობა ყოვლად სუბიექტურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასახელოს მისთვის ხელსაყრელი ადამიანები, მე შევქმენი ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შეისწავლა კანდიდატები, მათი ბიოგრაფიები და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

ეს არის ჩემი საჩუქარი ქართულ საზოგადოებას. ცდომილება მოპოვებულ და დამუშავებულ მონაცემებს შორის, ვფიქრობ, რომ მინიმალურია და დაკავშირებულია ინფორმაციის არარსებობასთან ინტერნეტში, ან ამ ინფორმაციის არსებობასთან იმ ფორმით, რომელიც არააღქმადია ალგორითმისთვის, მაგალითად ესა თუ ის ტექსტი, სურათის სახით“, - ამბობს გიორგი თუმანიშვილი, რომელმაც საკუთარი რეზიუმე რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.

მაშ ასე, როგორ გამოიყურება ხელოვნური ინტექლექტის მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საუკეთესო ათეული:

1.კვაჭაძე მარინა

2.თუმანიშვილი გიორგი

3.კოპალეიშვილი მაია

4.ფუტკარაძე ედიშერ

5.მიგრიაული როინ

6.ფაფიაშვილი ლალი

7.მესხორაძე ლევან.

8.მაღლაკელიძე ლავრენტი

9.მესხიშვილი ქეთევან

10.კვანტალიანი ნუნუ