საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი ქვეყანაში 101 მილიონი დოლარით გაიზარდა

11:02 06-12-2019

საქართველოში მაისის თვეში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 14 .2 % ით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი ციფრებით, 2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 281 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისის თვესთან შედარებით. 

2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +9.8%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



ავტორი: ლელა ჯავახიშვილი