ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის შვილობილ კომპანიას საქართველოში დროებით მუშაობა აეკრძალა

10:52 06-12-2019

მსოფლიო ბანკმა საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) და მისი ორი შვილობილი კომპანიის „ჩინეთის რკინიგზა 23-ე ჯგუფის კომპანიის“ (CR23) და „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციის“ (CRCC International) ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დარღვევების გამო, კორპორაციას 9 თვის განმავლობაში მუშაობა საქართველოში აეკრძალა.  

მუშაობის უფლების ჩამორთმევა მსოფლიო ბანკის და ჩინური კომპანიების შეთანხმების ნაწილია, რომლის ავტომაგისტრალის მშენებლობის კონტრაქტის ნაწილში დარღვევები დაფიქსირდა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სამმა კომპანიამ „23-ე ჯგუფის“ თანამშრომლებზე, აღჭურვილობასა და გამოცდილებაზე მცდარი ინფორმაცია წარადგინა. 

9-თვიანი აკრძალვის შემდეგ CRCC, CR23, და CRCC International-ს, ასევე მათ 730 ფილიალს პირობითად არ ჩამოერთმევათ მონაწილეობის უფლება მომდევნო 24 თვეში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ისევ მიღებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, თუ ყველა პირობას შეასრულებენ. კომპანიებმა პასუხისმგებლობა აიღეს და ხარვეზების გამოსწორების პირობა დადეს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი საქართველოს მთავრობის მიმდინარე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მონაკვეთი, რომელზეც „23-ე ბიურო“ მუშაობდა, მსოფლიო ბანკის მიერ 140-მილიონ დოლარად ფინანსდება.